ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა...
იხილეთ სრულად
ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა მეპოვა ძვირფასი მარგალიტი. დავაურვე თავად სატანა მთელი მისი ლაშქრით, მეცნიერებითა და ხელოვნებითურთ, შევკარი სიმდაბლით და ვეკითხები:- რატომ გაქვს ასეთი სიშმაგე ჩვენს წინააღმდეგ და რას გვებრძვი ასეთი მძვინვარებით?ის კი მპ...
არის ომები, რომელთა შესახებაც ადამიანმა იცის და გაურბის მათ. მაგრამ არის სხვებიც, რომლებზეც მან არაფერი უწყის, რადგან ეს ბრძოლა გონიერია და ყველასთვის როდია იოლი მათი გარჩევა. ეს სულიერი ცვლილებებია, გონების მოძრაობები, სხეულის უძ...
იხილეთ სრულად
არის ომები, რომელთა შესახებაც ადამიანმა იცის და გაურბის მათ. მაგრამ არის სხვებიც, რომლებზეც მან არაფერი უწყის, რადგან ეს ბრძოლა გონიერია და ყველასთვის როდია იოლი მათი გარჩევა. ეს სულიერი ცვლილებებია, გონების მოძრაობები, სხეულის უძლურებანი და ცვალებადობები
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს...
იხილეთ სრულად
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს მადლით გაიმარჯვებ და გაიხარებ იმდენად, რამდენადაც დამწუხრებული იყავი
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადებით, არამედ ცრემლის ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადებით, არამედ ცრემლის ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლითა და უდიდესი მოთმინებით. რომ სისხლი გდიოდეს ლოცვაში მომეტებული ღვაწლისაგან, რომ გამოფიტული ეცემოდე და კვირაობით ეგდო მძიმე ავადმყოფივით. და უარს ნუ იტყვი ბრძოლაზე, ვიდრე არ დაამარცხებ და ...