მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
თუნდაც მხოლოდ ადამიანთა ხელსა და ადამიანთა ქმედებას ხედავდე შენს მწუხარებაში, მაინც აუცილებლად იფიქრე ასე: "ეს არ მომივიდოდა, ღმერთს რომ არ დაეშვა".
რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".
ოქრო და ვერცხლი უცეცხლოდ არ განიწმინდება; ასევე სულიც, მწუხარებებისა და განსაცდელების გარეშე ვერ განიწმინდება ცოდვილი ვნებებისგან.
საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს დარჩენა. დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა, ქარიშხლები და ქარები კი აცოცხლებენ და შემოქმედებითად აღანთებენ მას.
საშინელია ქუხილი, მაგრამ რა დაემართებოდა ატმოსფეროს მის გარეშე? მწარეა მწუხარება, მაგრამ რა დაბლა დაეცემოდა ადამიანის ბუნება ამ განმწმენდი ძალის გარეშე!
ვისაც არ სურს სინანულის მწუხარება იტვირთოს, მას საღვთო განგებულება უნებურ მწუხარებას შეახვედრებს.
მწუხარებებს შეუძლიათ, "სატანისგან ღვთისკენ მოაქციოს" (საქ. 26, 18) ყველაზე ჯიუტი ცოდვილიც კი, თუ მან ბოლომდე არ ჩაახშო საკუთარ თავში ზნეობრივი გრძნობები.
როგორც ჩაქუჩი ამტვრევს ქვას, ასევე მწუხარება შემუსრავს უხეშობას, უბრძნობლობას, ამპარტავნებასა და გულის უშიშრობას.