ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერტიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
რადგან კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის: ეშმაკი, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს. ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უ... იხილეთ სრულად
ნუ გაიკვირვებ თუ სხვები შენს აზრს არ ეთანხმებიან. უფლის სიტყვებიდან ვიცით, რომ ეშმაკი ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და გონებას უბნელებს, რათა ვერ დაინახოს რა არის მისთვის სიკეთე და არ შეისმინოს ღვთის მცნება.
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემ... იხილეთ სრულად
მას – ერთიანად ცეცხლად და მძვინვარებად ქცეულს არ სურს ანგელოზებად იქცნენ სხვები, რათა მისი ძველი ადგილი არ დაიკავონ... და თანდათანობით უფრო და უფრო საშინელი ხდება იგი. ის ბოროტებითა და შურით იზრდება.
ლოგიკა (იგ. რაციონალიზმი), ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა – ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მ... იხილეთ სრულად
იმ შემთხვევაში თუ ეშმაკმა ადამიანზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, საჭიროა იპოვონ ამის მიზეზი, რათა ეს უფლებები წაერთვას მას. სხვაგვარად, სხვებმა რაც არ უნდა ბევრი ილოცონ მისთვის – მტერი არ დატოვებს მას. ბოროტი ტანჯავს ადამიანს, მღვდელი... იხილეთ სრულად
იარეთ თქვენი გზით. ეშმაკი წამოგეწევა თავისი აზრებით და ხელს წაგავლებს, რომ გზას აგაცდინოს, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, არ გაუბა საუბარი და არ შეედავო. ეშმაკი სახტად დარჩება და თავს მიგანებებს.
ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მანქანებას ხედავს, საკუთარ თავს არ იცნობს და თავი სრულყოფილი ჰგონია.
ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისათვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სული... იხილეთ სრულად