ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე
აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
80. თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში შეგიყვანს, ეძიე იმ გზაზე, რომელიც გეუბნება; "მე ვარ გზა და კარი, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან.14,6; 10,9).
63. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით, რომ თითქოს შენი ცხონება შეიძლებოდეს, თუ ავხორცობასა და პატივმოყვარეობას ემსახურები.
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე... იხილეთ სრულად
58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.