რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ... იხილეთ სრულად
წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო.
თ. 14, 29-31
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ... იხილეთ სრულად
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწენიდან აღმოცენდება.
რწმენა ძალაა სულისა. მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას ღმერთზე ფიქრის, ხოლო გულს - უფლისადმი ლოცვისკენ. მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას, გულს და საერთოდ მთლიანად სულს ადამიანისას. ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს, ის მიაქ... იხილეთ სრულად
რწმენა, ღვთისმოშიშება და მცნებათა აღსრულება სიწმიდის შესაბამისად დაგვამწყალობებს. განწმედილნი ღვთისმოსაობიდან ღვთის სიყვარულამდე ვმაღლდებით. ოდეს ღვთისმოშიშება ღვთის სიყვარულში გადაიზრდება. აი, მაშინ ჩაგვესმის საღვთო ხმა: "ვისაც ჩ... იხილეთ სრულად
რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვეტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე, გაყინულია და ... იხილეთ სრულად
რწმენა ლოცვით ძლიერდება. ადამიანს, რომელმაც ბავშვობიდანვე არ შეიქმნა რწმენა საკუთარ თავში, მაგრამ მისდამი განწყობილია, შეუძლია შეიქმნას იგი ლოცვით, თუ შესთხოვს ქრისტეს - რწმენა გაუმრავლოს. შევთხოვოთ ქრისტეს შეგვმატოს რწმენა და გაგ... იხილეთ სრულად
რწმენა, იმისათვის რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.