ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ.
იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.
ვისაც აქვს სიყვარული, ან მოწყალება, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ახარებს და არგებს, შემდეგ კი მოყვასს. ასევეა უკეთურება: იგი პირველად მის მფლობელსა ვნებს. თუ ბოროტებას სურს მოყვასის ვნება, წარმავალი საფასის მიტაცება ან თუნდაც მისი... იხილეთ სრულად
სანამ შენში ბოროტებას არ გაანადგურებ, გულს არ დაემორჩილო, რამეთუ როგორიცაა მასში ნადები, იმგვარსავე დანართს მოითხოვს.
ჩვენ ვიცით, რომ ბოროტს არა აქვს არსი, არც სხვა რამ დასაბამი, თუ არ გონიერ ქმნილებათა დაცემისა, ცთუნებისა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ღმერთისაგან მონიჭებული თავისუფალი ნება.
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამი... იხილეთ სრულად
ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად“, რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.