ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოვე...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად გელაპარაკება შენ, გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა; შენ ჰფიქრობ: რა კეთილი კაცი არისო, უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო; გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყვ...
link
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულო...
იხილეთ სრულად
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულობისთვის. ყოველი შენი შინაური სიტყვა და საქმე არის თესლი, რომელიც თავის დროზედ გამოიღებს კეთილსა ანუ ბოროტსა ნაყოფსა.
link
კეთილ, ღვთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა, ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.
link
ფხიზელი კაციც ზოგჯერ თუ ვერ გაუმაგრდება თავის ცუდს ხასიათს და წარტაცებულ იქმნება თვისითა გულფიცხელობითა და ავზნეობითა. კაცი, რომლის ჭკუა და სვინიდისი დაბნელებული არის ღვინითა, როგორღა შეჰძლებს წინააღმდეგობასა განსაცდელისასა.
link
აღსარება (აღიარება) იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ...
იხილეთ სრულად
აღსარება (აღიარება) იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ ითხოვს მისგან, თვით საქმით, ცხოვრებითა და ყოფაქცევითა თვისითა, ნათლად გამოაჩენს, რომელ მას კიდეც სურს და კიდეც აქვს მეცადინეობა ყოველთა შემთხვევათა შინა აღასრულოს მცნება მისი, რათა ყოველთა კაცთა, ვითარცა იტყვის იესო ქრი...
link
ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა, ანუ სდგას ეკლესიასა შინა წირვა–ლოცვად, გარნა ვერ გრძნობს გემოვნებასა და გული მისი არს გრილ, ცხადი არის, რომელ იგი ავადმყოფია სულიერად.
link
სიმთვრალე უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა.
link
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთ...
იხილეთ სრულად
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთის ზღვის კიდეზედ იყო მდგომარე და იქ ერი მრავალი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, იქ ნახნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მას ტბისასა. ხოლო მესათხეველნი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განრცხიდეს ბადეთა. და შევიდა ერ...
link
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაად...
იხილეთ სრულად
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველთა წარმართთა ზედა. და ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი”. როგორც რომ თვითვე ყოვლად წმინდა სული გვიწამებს სანატრელისა პავლეს პირითა: ვითარცა იგი გამოგვირჩივნა ჩვ...
link
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არა...
იხილეთ სრულად
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არამედ პირიქით, კიდეც ხარობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ დროებითი მწუხარების ჯვარი მეტად ხელშემწყობი იყო მათთვის, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, რომლის მიღწევა სხვა, უფრო ფართო გზით შეუძლებელიცაა. ამრიგად,...