წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
თვალის გუგასავით გაუფრთხილდი ამ მწუხარებას, რომ თანდათანობით არ დაგტოვოს მან; რადგან ძლიერი ძალა აქვს და დიდად აღემატება იმ ტირილის ძალას, რომელიც ჩვენი პირადი მცდელობისა და განსჯის შედეგად მოდის.
როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს. როდესაც სული ჩვენი მცდელობისა და ზრუნვის გარეშე ცრემლისკენ მიიდრიკება, ლბება და მოწყალებით ივსება, მაშინ ვისწრ... იხილეთ სრულად
მგლოვიარენი არ უნდა ღვთისმეტყველებდნენ და ზეციურ ამბებს არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ეს მათ ცრემლთა წყაროს დაწყვეტს. რადგან იგი, ვინც ღვთისმეტყველებს, მქადაგებლის კათედრაზე მჯდომარეს ჰგავს. ხოლო მგლოვიარე ნაცარზე და ძაძაზე მჯდომ... იხილეთ სრულად
სახიერი და მართალი მსაჯული ჩვენი, უეჭველია, რომ როგორც ყველაფერში, ასევე გლოვის ღვაწლშიც ჩვენი ბუნების ძალის მიხედვით განიკითხავს. რადგან მინახავს, რომ ზოგიერთი ცრემლის მცირე წვეთს სისხლის ფასად ღვრის, სხვა კი ცრემლთა ნიაღვარს სულ... იხილეთ სრულად
თუ ცრემლის სურვილი არ გაქვს, მაშინ თავად ეს იტირე, ხოლო თუ გაქვს ცრემლი, კიდევ უფრო მეტად იგლოვდე, რადგან საკუთარი თავი უზრუნველ და უშფოთველ ცხოვრებას ცოდვების აღსრულებით განაშორე და მწუხარე და დარდით სავსე მდგომარეობამდე მიიყვანე... იხილეთ სრულად
დაე, გლოვის ღვაწლისთვის თვით შენმა სამოსელმაც კი განგაწყოს. რადგან გმოსავს შავი, რომელიც მწუხარების ნიშანია. ყოველი, ვინც მიცვალებულს გლოვობს, შავად იმოსება.
დაე, ყოველ საღამოს მარადიული ცეცხლის გახსენებით წვებოდე და მასთან ერთადვე დგებოდე დილით და ფსანმუნთგალობისას მოწყინების ვნება ვეღარასოდეს დაგჯაბნის.
სამართლიანი შეურაცხყოფის, მოძღვრისაგან მიღებული უპატიობისა და სასჯელის ჟამს, მართლმსაჯული ღმერთის სამსჯავრო გავიხსენოთ და ჩვენში დანერგილ მწუხარებასა და პირუტყვულ მრისხანებას როგორც ორლესული მახვილით, ისე გავანადგურებთ სიმშვიდითა ... იხილეთ სრულად
წყლის სმისას ნუ დაივიწყებ უქრობი ცეცხლით გამოწვეულ წყურვილს და ყოველივე ამით შესძლებ, რომ საკუთარი ბუნება დაიმორჩილო.