სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
თუ არ შეგიძლია, მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია მცირედით მაინც წარემატო სათნოებაში, ვიდრე - სრულიად არაფრით
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე... იხილეთ სრულად
უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით.
ყველაზე მსუბუქი გზა სათნოებისაკენ არის ის, რომ უცქირო არა მხოლოდ შრომას, არამედ, ამასთან ერთად, ჯილდოზეც იფიქრო
არ არსებობს არანაირი მძიმე საქმე, რომელიც ღვთის ჯილდოს მოლოდინში მსუბუქად არ მოგეჩვენოს.
თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ - მის ჯილდოსაც, მალე განვიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.
ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
ყოველგვარი ბიწიერება აკრძალული ტკბობით მთავრდება, ხოლო ყოველგვარი სათნოება სულიერი ნუგეშით. როგორც დაგვეუფლება რა პირველი, მიგვიზიდავს მისივე მსგავსისკენ, მეორეს მივყავართ მისი მონათესავისკენ.