განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არ... იხილეთ სრულად
მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო, იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს
დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ, მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპებ... იხილეთ სრულად
როდესაც განიკითხავ სხვას, ესეიგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?
შენ თუ განიკითხავ, მოსამართლე ღმერთია, განმკითხავი ჰგავს ცარიელ პურის თავთავს, რომელიც ყოველთვის თავაწეულია და ამის გამო სხვებს ზემოდან უყურებს
125. ცოდვათმიტევების მაძიებელს უყვარს გონებამდაბლობა, ხოლო სხვათა მგმობელი ბეჭედს უსვამს თავის ბოროტებებს.
როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისათვის დაისაჯა.
განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.
კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს ... იხილეთ სრულად
მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მონანულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.