მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს, გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთა... იხილეთ სრულად
მწუხარებები ბადეა, რომლითაც მაცხოვარი ზეციური სასუფეველისთვის გვინადირებს; ეს მისი სათხეველია, რითაც ზეცისკენ მიგვიზიდავს; ეს ბორკილია, რომლითაც იგი გვაბამს თავისთან ჩვენდამი სიყვარულის გამო.
ღმერთმა ცდუნება იმიტომ დაუშვა, რომ მწუხარებითა და ცრემლით ჭუჭყისაგან განწმიდოს და უმანკო გახადოს ჩვენი სული, რათა შეგვეძლოს გადასარჩენად უფალს მივაშუროთ.
მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარები... იხილეთ სრულად
შესანიშნავ სამყოფელებში ისევე ტირიან, როგორც ქოხში, ხშირად კი ოქროდანაც მოედინება ცრემლები.
მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.
როგორც ადამიანი აუცილებლად გამოსცდის სიკვდილს, ასევე ვერც მწუხარებებს აუვლის გვერდს.
როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე, ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე