ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ითხოვდეთო, ამბობს ტკბილი იესო, და მოგეცემათო, ეძებდით და იპოვითო, აკაკუნეთ და გაგიღებენო! პატივს ვცემ თქვენს განწყობას, ვაქებ მოშურნეობას, ვაფასებ სიყვარულს და გბაძავთ.
ილოცე, აიძულე თავი. იფიქრე, რომ ყველაფერი განქარდება – სასიხარულო თუ სამწუხარო. აქედან გამომდინარე კი ზეციურზე, როგორც მყარსა და მარადიულზე, ისე იფიქრე.
როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
ლოცვით ჯავშანასხმულმა მუდმივად ყოვლისშემძლე უფლისკენ ისწრაფე და დაინახავ, რა საოცრად აიღებს ღმერთი ტკივილის ტვირთს და რა არნახულად განუსვენებს ტანჯულს.
შვილო, გულში ილოცე. ქრისტეს სახელი ნუგეშის მალამოდ დაგედება, რომ ეს განსაცდელი შენთვის სასარგებლოდ დაითმინო. ამ გასაჭირს მცირე სარგებელი როდი მოჰყვება, თუ მოთმინებით აღუდგები წინ.