ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
უგვანო ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის, თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ ი... იხილეთ სრულად
სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობეისა მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.
სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტმოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს.
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
თ. 10–11
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნირებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. უფა... იხილეთ სრულად
თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, არც ბოროტების გაკეთება ისურვო, რამეთუ ამას ისიც უცილობლად მოჰყვება. „რამეთუ რაიცა–იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“ (გალ. 6.7).
ბოროტს ნუ მოიხსენებ, რამეთუ ავის ხსოვნას რომ ინახავდეს კაცი გულში, ეს იგივეა უბეში შხამიან გველს რომ გამოზრდიდეს.
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
თ. 8-10