ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში...
იხილეთ სრულად
ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე სხივებში.
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას სიხარული ერთი დღეც არ ექნება იმიტომ, რომ ეშმაკი მას მტკივნეულ ადგილას დაარტყამს და განუწყვეტლივ შობს საცდურებს, რათა იგი მწყობრიდან გამოიყვანოს, დღეს ერთით, ხვალ მეორით, ზეგ კი მესამით.
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო...
იხილეთ სრულად
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო იღვრება.
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა: ერთი საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული, მეორე განწმედა კი ჩვენი სისხლისმიერია, რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებ იმ სისხლს...
იხილეთ სრულად
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა: ერთი საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული, მეორე განწმედა კი ჩვენი სისხლისმიერია, რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებ იმ სისხლს, რომელიც იესო ქრსიტემ დაღვარა - უფალმა ღმერთმა ჩემმა. ეს არის პირველშობილი ცოდვის გამოსყიდვა და მთელი სამყაროს ხსნა.
ქრისტე მეუფეა არსებით და მეუფეა განგებით, რამეთუ არარსებულნიც მან შექმნა და საკუთარი სისხლით გამოისყიდა ცოდვით მომკვდარნიც და ამგვარად უბოძა მორწმუნეებს მადლი.
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდ...
იხილეთ სრულად
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდოთ მას, თავად განაგოს ყველაფერი.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ...
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარი...
იხილეთ სრულად
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარისია, ადამიანმა მხოლოდ მოინანიოს და მიმართოს ქრისტეს.
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, ...
იხილეთ სრულად
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, მართალნი სიმართლის გზას ადგებოდნენ, ცოდვილნი კი უფლისა და ჭეშმარიტებისაკენ მოიქცეოდნენ. ამ ზემოქმედების წყალობით სამოელ წინასწარმეტყველი ირჩევდა და მირონს სცხებდა მეფეებს. დავითი ინანიებდა, იოსები და დანიელი სიზმრებს გან...