სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.
სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებული... იხილეთ სრულად
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ შემოჰკრა და შეიტყო მასზე. სათნოების ეჟანი შემწყნარებლობა, სულგრძელობა და მოთმინებაა. ყოველივე ეს მონაზვნისა და ყოველი ქრისტიანის სამკაულია.
სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში, ადამიანებში, როცა გვეწვევიან ხოლმე მათთვის შესაფერ დროს, როცა სურთ, რა ზომითაც სურთ და როგორც სურთ, რადგან საღმრთო მადლისმიერნი არიან. ჩვენ... იხილეთ სრულად
თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ მის ჯილდოსაც, მალე გავიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.
თვითჩაღრმავება უმთავრესია სათნოებათაგან. იგი აუცილებელია სასულიერო პირისათვის, რომ არ განიფანტოს მისი ყურადღება ამა სოფლის მიერ, აღიკვეთოს ვნების აღძვრათა შესაძლებლობა; ეს არის განდგომა ამა ქვეყნიდან.
ვისაც სათნოების მოპოვება სურს, მან, უწინარეს ამისა, მისი საწინააღმდეგო ბოროტება უნდა მოიძულოს. თუ გსურს იგლოვდე და ტიროდე ღმერთში, უნდა მოიძაგო ამაო მხიარულება და სიცილი. გსურს შეიმოსო თავმდაბლობა? შეიძულე ამპარტავნება. გსურს თავშ... იხილეთ სრულად
აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).