მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ისრაელის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ჰგავს. ვიდრე ზეციურ ქანაანს მივაღწევდეთ, მანამდე მრავალი უბედურებისა და მწუხარების დათმენა მოგვიწევს.
უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.
ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან სვამ თუ თიხისა". - თქვა ერთმა ბრძენმა.
ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან.
როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანური ცხოვრება, როდესაც მასში ამდენი მწუხარებაა და ასე აღსავსეა თავდასხმებითა და უბედურებებით?
დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე.
ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით.
სრულყოფილი მამა ის არის, ვინც სულის ერთნაირი მდგომარეობით, მადლიერებით იღებს ღვთის ყოვლისმჭვრეტელი ხელიდან თავისი ცხოვრების როგორც ბედნიერ, ისე სამწუხარო ცვლილებებს.