ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, ...
იხილეთ სრულად
ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, მისი მოთხოვნილებების, მისი კეთილდღეობის, თვით სიცოცხლის პატივისცემა; მისთვის უცხოა საკუთარი თავის შეცნობა, უცხოა სათნოება, იგია მტერი და მოძულე ყოველი კაცისა და საკუთარი თავისაც. ასეთი ადამიანი მზად არის ყოველგვარი უსჯულ...
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტე...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი...
იხილეთ სრულად
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა – ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი. ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს, ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეულ...
იხილეთ სრულად
დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი. ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს, ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეული ავაზაკი. ასევე შენც, რომელიც ამჟამად კეთილისმყოფელი ხარ, შეიძლება, უეცრად ბოროტებაც ჩაიდინო, როგორც ეს იუდას დაემართა. თავად განკითხვაც უკვე ამპარტავნების გამოვლინებაა.
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფე...
იხილეთ სრულად
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3, 5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრე...
იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისგან გამოწვ...
იხილეთ სრულად
იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისგან გამოწვეული ყველაზე უდიდესი ბოროტებაა – მარადიული ტანჯვა-წამება. უნდა ჩავკლათ უგრძნობელობა, რითაც ამპარტავნება ხიბლავს ჩვენს გულს.
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლ...
იხილეთ სრულად
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება – ფუჭი და ამაოა.
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე....
იხილეთ სრულად
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ – წამლავს.
როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: "ნუ...
იხილეთ სრულად
როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: "ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი" (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.