ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია... იხილეთ სრულად
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) ი... იხილეთ სრულად
ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.
ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი.
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით ა... იხილეთ სრულად
აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თ... იხილეთ სრულად
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არს... იხილეთ სრულად