ესრეთ ორად განიყვნენ ყოველნი თანამედროვენი იესოსნი; რომელნიც იყვნენ მაშინ გულწრფელნი, მართალნი და კეთილნი, ამათ შეიყვარეს იგი განუზომელად; ხოლო ბოროტთა, დრკუთა და მზაკვართა მოიძულეს იგი. ახლა, ამ ჩვენ დროებაში არ შეიძლებაა ვინმე დ...
იხილეთ სრულად
ესრეთ ორად განიყვნენ ყოველნი თანამედროვენი იესოსნი; რომელნიც იყვნენ მაშინ გულწრფელნი, მართალნი და კეთილნი, ამათ შეიყვარეს იგი განუზომელად; ხოლო ბოროტთა, დრკუთა და მზაკვართა მოიძულეს იგი. ახლა, ამ ჩვენ დროებაში არ შეიძლებაა ვინმე დაემსგავსოს ამათ ბოროტთა? გარნა არიან რომელნიმე ჩვენ შორის ისრეთნი ერთგულნი მეგობარნი იესოსნი, ვითარცა ლაზარე ანუ ვითარცა მარიამ, დაი მისი, რომელმან თმითა თავისა თვისისათა წარხოცნა ფერხნი მისნი?
link
13. ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: "ძეო დავითისო, შემიწყალე მე!" (მარკოზი 10.48). 14. ოდესღაც ბრმა იყო, მაგრამ აეხილა რა თვალი და იხილა უფალი, თაყვ...
იხილეთ სრულად
13. ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: "ძეო დავითისო, შემიწყალე მე!" (მარკოზი 10.48).14. ოდესღაც ბრმა იყო, მაგრამ აეხილა რა თვალი და იხილა უფალი, თაყვანისცა მას და ამჯერად არა დავითის ძედ, არამედ ძედ ღვთისად აღიარა (იოანე 9.35-38
link
მაცხოვარმან, იცოდა რა წინათვე, რომელ მოიწია ჟამი მისი და არღარა მრავალი დღე დაშთებოდა იგი კაცთა შორის, მისცა ერთის მხრით მეგობართა და ერთგულთა მისთა უკანასკნელი შემთხვევა, რათა გამოსთქვან განუზომელი სიყვარული თვისი, ემსახურონ მას ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმან, იცოდა რა წინათვე, რომელ მოიწია ჟამი მისი და არღარა მრავალი დღე დაშთებოდა იგი კაცთა შორის, მისცა ერთის მხრით მეგობართა და ერთგულთა მისთა უკანასკნელი შემთხვევა, რათა გამოსთქვან განუზომელი სიყვარული თვისი, ემსახურონ მას ძალისამებრ თვისისა, და მეორეს მხრით მტერთა და მოძულეთა მისთა მისცა უკანასკნელი სწავლა, რათა მოიქცენ იგინი და შეინანონ, უკეთუ შესაძლებელ იქმნებოდა მათთვის მოქცევა და შენანება.
link
წმინდა სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არ უყვარდა გამოჩენა თავისა თვისისა საერთოდ და მიღება პატივისა და დიდებისა განცხადებულად შეკრებულებასა შინა ერისასა.
link
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გა...
იხილეთ სრულად
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გარდავეჩვევით, ამით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის თუ ავი ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლადშემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არი...
link
ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა,...
იხილეთ სრულად
ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განსხვავებულნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთ რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგან...
link
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხოვნებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს ერიდება, ყოველს საქმეს იქმს საფუძვლიანად და სჯულიერად. მაშინ მან აღასრულა მცნება მაცხოვრისა; მსახურება მისი შეერაცხება მას, ვითარცა მოღვაწება სულიერი, ვითარცა უარისყოფა თავისა თვისისა.
link
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არი...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ, ვინმე არის ვაჭარი; რასაკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არის ხარბი, ანგაარი, ოდეს შეიძინა მრავალი სიმდიდრე, არ განლაღდა და ოდეს შეემთხვა სიღარიბე - მოითმინა; უკეთუ რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა შესწირა ღმერთსა და გლახაკსა, მაშინ ვაჭრობა მისი მიეთვლება მას, ვითარცა მოღვაწება და მით...
link
უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი (გონიერი კაცი ამასაც არ იქმს), არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს...
იხილეთ სრულად
უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი (გონიერი კაცი ამასაც არ იქმს), არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს ამას კაცი, გარნა გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ზოგიერთ კაცს სწორედ თვისი უგუნურება მოსწონს.
link
აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვ...
იხილეთ სრულად
აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვარება მას მარადის აცთუნებს, უმალავს თვისსა სიცუდესა და არ უმხელს თვისსა სიბოროტესა.