სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; იცნობს მას ჩემი სული, მაგრამ აღწერა მისი შეუძლებელია. იგი თვინიერია და მორჩილი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთის და მოყვასის სიყვარულით; თვითონაც ხდება თვინიერი და მორჩილი. მაგრამ, თუ ადამიანმა დაკარგა მა...
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულის...
იხილეთ სრულად
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისაგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა რა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშვება სიყვარულით, სული სულიწმიდის სიტკბოებისაგან კვლავ ივიწყებს სამყაროს და კვლავ დაივ...
დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგა...
იხილეთ სრულად
დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგან ან წიგნებიდან და სხვაა შეიმეცნო უფალი სულიწმიდით. ვინც სულიწმიდით შეიმეცნა უფალი, მისი სული დღე და ღამე ღმერთისადმი სიყვარულით იწვის და მისი სული ყოველგვარ მიწიერს მოცილებულია. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის ...
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შ...
იხილეთ სრულად
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლით...
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა...
იხილეთ სრულად
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა და მარხვით, გათბეს შემოქმედისადმი სიყვარულით, ფხიზლად დაიცვას თავი ყოველგვარი მომაკვდინებელი და ბოროტი აზრების ისრებისაგან. განა მაცხოვარმა არ გვიქადაგა თავისი მოციქულების პირით: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარ...
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნილების - ადამიანისადმი.
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც შენი გული მისი ტახტი იქნება; შენს გულს გამუდმებით უნდა იცავდე, როგორც წმინდა სანაწილეს.
შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტ...
იხილეთ სრულად
შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები.