სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
უმჯობესია, უმძიმესი ამოირჩიო, თუ იგი სასარგებლოა და ადვილი დატოვო, თუ იგი საზიანოა.
ცოდვის ჩადენის სიადვილემ და სათნოებების აღსრულების სიძნელემ არ უნდა გვაიძულოს, უარი ვთქვათ უკანასკნელზე და დავთანხმდეთ პირველს.
სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი - მჩხვლეტავი ეკლებით
საკუთარი თავისადმი უმკაცრესი სიფრთხილის გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელია რაიმე სათნოებაში წარემატოს.
ვინც სათნოების გაკვეთილებში განისწავლება და არ აღასრულებს მათ, ჰგავს ადამიანს, რომელიც ხნავს, მაგრამ თესვა ავიწყდება.
უშრომლად - განათლებას, ანდა რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ იყიდი; ასევე, შეუძლებელია სათნოების ჩვევათა მოხვეჭა - გულმოდგინების გარეშე
როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე, ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა
ჭეშმარიტი სათნოება ცეცხლზე არ იწვის და წყალში არ იძირება, მითუმეტეს, მიწაზე არ იკარგება. მაგალითად, რა ავნეს იოანე ოქროპირს, ათანასე დიდსა და რწმენისა და ღვთისმოსაობის სხვა მოსაგრეებს დევნით? მხოლოდ განადიდეს ისინი.