სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.
სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.
სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია. სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება. სინანული სი... იხილეთ სრულად
სინანული დროის ხანგრძლივობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მონანულის გულმოდგინებაზე.
სინანული არის კურნება, რომელიც აღმოფხვრის ცოდვას; იგი ზეციური მადლი და განსაკვირველი ძალაა, რომელიც ღმრთის წყალობით, სჯულის დამრღვევთათვის მისაგებელის ძალას აღემატება. აი, რატომ არ უარყოფს ის შეცდომილს, არ განაგდებს მემრუშეს, არ მ... იხილეთ სრულად
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
საკუთარ ცოდვათა ხედვის გარეშე შეუძლებელია სინანული, სინანულის გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, მადლის გარეშე კი - მიახლოება ღმერთთან. იმისათვის, რომ ვნებებს, მანკიერებებსა და ცოდვებს ვებრძოლოთ, უნდა გვახსოვდეს, თუ საით მივყავართ... იხილეთ სრულად
როცა აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამებმა, განსაკუთრებით მეუდაბნოვეებმა, სულიერი ვარჯიშების სიმაღლეს მიაღწიეს, მაშინ ყველა ეს ვარჯიშები მხოლოდ ერთს - სინანულს ერწყმოდა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მთლიანად სინანულს წარმოადგენდა, რა... იხილეთ სრულად
როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.
როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი ცხონებისა, როცა ჩვენ ყოველ დღე დაწყლულებულ ვიქმნებით ცოდვისაგან და წამალს არავითარს არ ვხმარობთ, სინანულში არ შევდივართ.