ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეუ...
იხილეთ სრულად
ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეულებრივი და ნივთიერი.
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა...
იხილეთ სრულად
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება.
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება.
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამიანური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმ...
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით. ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვდრებლად ად...
იხილეთ სრულად
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით. ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვდრებლად ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა ს...
სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანში, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია. ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თ...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანში, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია. ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თვისებისაკენ, მას აქვს სიყვარული ღმრთისა.
სიყვარული ღმრთისა დიდი და პირვეოლი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვას...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს, ქრისტიანი ვერ იქნები.