უკუეთუ სცე მშიერსა პური შენი და უცხოი შეიყვანო ვანად შენდა და მოისპო უკეთურებაი შენი შენგან, მაშინ შეგიწყნაროს შენ და შეიწიროს ლოცვაი შენი. რაი სარგებელ არს შენდა, უკუეთუ იმარხვიდე და ხედვიდე გლახაკთა მშიერთა და არა გამოზარდნე! არ...
იხილეთ სრულად
უკუეთუ სცე მშიერსა პური შენი და უცხოი შეიყვანო ვანად შენდა და მოისპო უკეთურებაი შენი შენგან, მაშინ შეგიწყნაროს შენ და შეიწიროს ლოცვაი შენი. რაი სარგებელ არს შენდა, უკუეთუ იმარხვიდე და ხედვიდე გლახაკთა მშიერთა და არა გამოზარდნე! არა უწყია? რაი-იგი შეემთხვია ქალწულთა მათ, რომელნი ყოველთა დღეთა იმარხვიდეს და ქუეყანასა ზედა დაწვებოდეს და გუამნი მათნი განიწმიდნეს? ვინაითგან არა სწყალობდეს გლახაკთა, დაეხშა კარი წყალობისაი წინაშე მათსა. ამისთვის თქუა ღმ...
რაჟამს იმარხვიდე, შენ ჰოი კაცო, საზრდელი იგი, რომელი მოგემზადოს შენ დღისა მისთვის, მისგან ნაწილი უყავ გლახაკთა და ესრეთ იმარხევდი, რაითა გლახაკი შეიწყალო და გამოზარდო საზრდელითა შენითა, რომლითა იზარდები. უკუეთუ გლახაკი არა შეიწყალ...
იხილეთ სრულად
რაჟამს იმარხვიდე, შენ ჰოი კაცო, საზრდელი იგი, რომელი მოგემზადოს შენ დღისა მისთვის, მისგან ნაწილი უყავ გლახაკთა და ესრეთ იმარხევდი, რაითა გლახაკი შეიწყალო და გამოზარდო საზრდელითა შენითა, რომლითა იზარდები. უკუეთუ გლახაკი არა შეიწყალო, და შენ იმარხვიდე და ილოცვიდე, გერქუას შენცა ვითარცა-იგი ჰრქუა უფალმან ესაია წინასწარმეტყუელსა: "უკუეთუ ძაძაი შეიმოსო და ნაცარი დაიფინო და განჰკაფო გუამი შენი მარხვისა სიმრავლითა, და გლახაკი არა შეიწყალო, არა შეიწირავს...
ნუ დაივიწყებთ, რომ სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება, აიცილო შეჯახება, შეიკავო თავი მწარე შენიშვ...
იხილეთ სრულად
ნუ დაივიწყებთ, რომ სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება, აიცილო შეჯახება, შეიკავო თავი მწარე შენიშვნისაგან ან შეურაცხმყოფელი სიტყვისაგან. აი, აქ არის გაშლილი სულიერ მოწყალებათა ვრცელი ასპარეზი: 1. მწუხარეთათვის ნუგეშისცემა; 2. განსაცდელში ან შეჭირვებაში მყოფი კაცისათვის კეთილი რჩევის მიცემა; 3. ბოროტისათვის ბოროტით არ...
სულიერი მოწყალების ერთი სახეა გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს: „უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურის...
იხილეთ სრულად
სულიერი მოწყალების ერთი სახეა გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს: „უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5.20) ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, უფლება არა გვაქვს გულგრილად, გაღიზიანებით მოვექცეთ ცოდვაში ჩაფლულ უბედურებს. მანკიერება სა...
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას...
იხილეთ სრულად
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვის აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რ...
იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულ...
იხილეთ სრულად
იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურაცხვყოთ ადამიანი...
ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მეტისმეტად ძვირფასი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გახვალ ამ ცხოვრებაში, რამეთუ ისინი ღარიბთა საკუთრებიდან არის მიტაცებული და ჩვენი ქონების ნამატიც მათ ეკუთვნით – აი, ასე ფიქრობენ წმიდა მამები.
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გა...
იხილეთ სრულად
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გართობისა და არაფრისმომცემი წიგნების კითხვისათვის დრო საკმარისად გვრჩება. ამავე დროს სიხარბეც გვძლევს – სნეულთან ხელცარიელი ხომ ვერ მივალთ, ჩვენ კი ფული გვენანება, თავსაც იმით ვიმშვიდებთ, რომ დრო არა გვაქვს ავადყოფის მოსან...