სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, ... იხილეთ სრულად
მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.
მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარვექმნებით სულიწმიდას, მაგრამ ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით.
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბო... იხილეთ სრულად
მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნ... იხილეთ სრულად
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.
თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისათვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისათვის სინანული... იხილეთ სრულად
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა... იხილეთ სრულად
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლე... იხილეთ სრულად
ასეა თუ ისე, სინანული დიდებული საქმეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს.... იხილეთ სრულად