ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
171. ბოროტების მზაკვრობა ესაა მრავალწნული ბადე და მასში ნაწილობრივ გახვეული, თუ არ იზრუნებს, ყოველი მხრიდან მოიხრჩობა.
169. ბოროტების სათავეში შესულმა არ თქვა, რომ ვერანაირად ვერ დაგძლევს იგი, რადგან რა ზომამდეც შედიხარ, იმ ზომამდე ძლეულიც ხარ უკვე.
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.
92. ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ ძალას. მსგავსადვე, სიკეთეებიც ურთიერთის მიერ იზრდებიან და მათთან წილმქონეს უფრო და უფრო წინ მიასწრაფებენ
47. ყოველგვარი ბოროტება ბოლოვდება აკრძალული სიამოვნებით, ყოველგვარი სათნოება კი - სულიერი ნუგეშისცემით. პირველი მათგანი, იუფლებს რა, აღძრავს "თავისიანებს", ისევე როგორც მეორეც - "თანამონათესავეებს" თავისას.
168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად ... იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ... იხილეთ სრულად
89. ბოროტება ნივთის ვნებაა, მაგრამ ამის მიზეზი ღმერთი როდია, რომელმაც მიჰმადლა ადამიანებს მცოდნეობა, მეცნიერება, სიკეთისა და ბოროტების განსჯის უნარი, თვითუფლებრივობა. ბოროტების ვნებათმშობელი ადამიანთა უღვაწობა და მცონარებაა, ღმერთ... იხილეთ სრულად
54. ბოროტებისგან აღვსებულნი და უმეცრებით მთვრალნი ვერ ცნობენ ღმერთს, რადგან ვერ მღვიძარებენ სულით, მაგრამ ღმერთი გონითია და იგი, თუმც უხილავი, უცხადესია ხილულთა შორის, ისევე როგორც სხეულში სული, და თუ სხეული უძლურია მედეგობდეს სულ... იხილეთ სრულად