მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმ... იხილეთ სრულად
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველ... იხილეთ სრულად
სხვა მადლია მღვდლობა, სხვაა მონაზვნობა. სხვა - საიდუმლოებანი. სხვა - მოღვაწეობის მადლის მოქმედება. ეს ყველა ერთი წყაროდან წარმოიშვება, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება აღმატებითა და დიდებით
უპირველეს ყოვლისა, ის, ვინც უფლისაგან მადლს ითხოვს, უნდა ითმენდეს განსაცდელებსა და გასაჭირს, როგორი სახითაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი. ხოლო თუკი განსაცდელის ჟამს ის აღშფოთებულია და არ იჩენს საკმარის მოთმინებას, მადლიც არ მოვა საკმარ... იხილეთ სრულად
მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს
გამოცდილება ქმედების მეშვეობით მოიპოვება დროთა განმავლობაში. მადლი კი იმიტომ იწოდება მადლად, რომ უსასყიდლოდ - საბოძვარით ეძლევა, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული და მიეცემა რწმენის სითბოს, სიმდაბლისა და კეთილი განზრახვის შესაბამისად
სამოთხის ნათლის ხილვამდე ვინ გახდა ამგვარი უვნებელობის ღირსი როგორც ისააკ ასური, რადგან წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე დიდი და სახელოვანი დავითი მიმართავდა უფალს: "მილხინე მე, რათა განმისვენო". ეს დიდი მოღვაწე კი ეუბნებოდა ღმერთს... იხილეთ სრულად
მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური,... იხილეთ სრულად
აი, შენ შეიტყვე, რომ თიხა ხარ, გლახაკი და შიშველი. ახლა კი ევედრე იმას, ვისაც ძალუძს ბუნების აღდგენა და შენი გამდიდრება. და თუკი გიბოძებს ბევრსა თუ მცირეს, პატივი მიაგე შენს კეთილისმყოფელს და სხვისას საკუთარივით ნუ მიითვისებ. ტკივ... იხილეთ სრულად