წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილება...
იხილეთ სრულად
წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილებას ვგრძნობთ, მოწყალების საქმეთა აღსრულება ჩვენთვის შეუძლებელი ღვაწლი ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ჩვენს თავს ველოლიავებით; არ გვინდა რაიმეთი შევიზღუდოთ, ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრებიდან მცირე რამ მსხვერპლად შევწი...
ვეცხლის მოყუარებაი და საქმე ცოდვისა ბოროტისაი მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყვის: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაი". აწ ვინაითგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაი თავი არს სათნოებათაი, რომელი განუღებს კაცთა კ...
იხილეთ სრულად
ვეცხლის მოყუარებაი და საქმე ცოდვისა ბოროტისაი მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყვის: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაი". აწ ვინაითგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაი თავი არს სათნოებათაი, რომელი განუღებს კაცთა კართა ზეცისათა, ესე მოიგე მეოხად და შემწედ. და უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, ნუ გეშინინ, რამეთუ არავინ ზეცისათაგანი წინააღუდგების მას, არამედ შევიდეს წინაშე მსაჯულისა და ხელთა მისთა აქუნდეს წიგნი, რომელსა წერილ იყოს...
აჰა ესერა ხედავ შენ ყოველთა დღეთა კართა ზედა ეკლესიისათა, გევედრების და გეტყვის: "შემიწყალე მე". და არა ხედავ მას, არამედ გარე მიიქცევ პირსა შენსა მისგან, ვითარცა ვინ გარე მიიქცის პირი თვისი ქვისა კეპისაგან. და ოდეს შეხვიდე შინაგა...
იხილეთ სრულად
აჰა ესერა ხედავ შენ ყოველთა დღეთა კართა ზედა ეკლესიისათა, გევედრების და გეტყვის: "შემიწყალე მე". და არა ხედავ მას, არამედ გარე მიიქცევ პირსა შენსა მისგან, ვითარცა ვინ გარე მიიქცის პირი თვისი ქვისა კეპისაგან. და ოდეს შეხვიდე შინაგან ეკლესიად, ევდრები მას და ეტყვი: "შემიწყალე მე". აწ უკუე ოდეს გიცნობიეს, რომელი უყო ერთსა გლახაკთაგანსა, ქრისტესა უყოფ, შენ უკუე შეიწყალე გლახაკი, უკუეთუ გნებავს ღმრთის მსახურებაი. ნუ გნებავს სიყუარული მონაგებთაი, რამე...
თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება. როდესაც კაცი, არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ ჰზოგავს მოყვასის გულისათვის, ...
იხილეთ სრულად
თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება. როდესაც კაცი, არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ ჰზოგავს მოყვასის გულისათვის, იგი აღასრულებს ჭეშმარიტად მცნებასა ქრისტიანულისა სიყვარულისასა; იგი ჰბაძავს თვით მაცხოვარსა, რომელმან თავი თვისი შესწირა ღმერთსა სახსრად ჩვენდა.
როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მ...
იხილეთ სრულად
როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთ ჭიქა გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მო...
როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვ...
იხილეთ სრულად
როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით მოახმარებენ ღარიბთა კ...
ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი: ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძ...
იხილეთ სრულად
ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი: ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძლია, ჰყავ მოწყალება. ერთი მხოლოდ გაარჩიე: ვინც უფრო გაჭირვებულია, წინა პირველად მას შეეწიე.
დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრი...
იხილეთ სრულად
დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრიტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და...
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მ...
იხილეთ სრულად
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მისგან მოელიან შემწეობასა. თუ სხვებს ვერ ემსახურები, იმათ მაინც შეეწიე, იმათ ბედნიერებას მაინც ეცადე; ბოლოს, თუ ისრეთი უსაშველო და უღონო კაცი ხარ, რომ ვერცა ერთსა მოყვასსა შენსა ვერ ემსახურები, და ვერ შეეწევი, მარტო თავი ...
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, ავასხებს თვით ქრისტესა.