სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული.
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავი... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი ნურავის ცხონების გამო, ვიდრე ადამიანს ჯერ კიდევ აქვს სინანულის დრო.
ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისთვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება.
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა... იხილეთ სრულად
ცოდვის მოსაძულებლად ხშირად იფიქრე (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც განსაცდელი გექნება) მის დამღუპველ შედეგებზე, იმ ზიანზე, რომელიც მან შეიძლება სამუდამოდ მოგაყენოს, თუ არ შეინანებ. ცოდვას მაშინ მოიძულებ, როდესაც განსჯი, რომ ეს დემ... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დ... იხილეთ სრულად
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.