52. სპეტაკი სული, არის რა კეთილი, ღვთისგან ნათდება და ბრწყინდება. ასეთ დროს გონებაც კეთილს საზრობს და ღვთისმოყვარე სიტყვებს შობს. მაგრამ როდესაც სული ბოროტებისგან დაჭაობდება, ღმერთი განეკრძალვის მას, უკეთ, თვით სული განაშორებს თავ...
იხილეთ სრულად
52. სპეტაკი სული, არის რა კეთილი, ღვთისგან ნათდება და ბრწყინდება. ასეთ დროს გონებაც კეთილს საზრობს და ღვთისმოყვარე სიტყვებს შობს. მაგრამ როდესაც სული ბოროტებისგან დაჭაობდება, ღმერთი განეკრძალვის მას, უკეთ, თვით სული განაშორებს თავის თავს ღვთისგან, და უკეთური ეშმაკები, მის გონებაში შეღწეულნი, უწმინდურ საქმეებს შთააგონებენ სულს, კერძოდ: მრუშობას, მკვლელობას, ტაცებას, ტაძართმძარცველობას და ასე შემდეგ, რაც კი საქმეა ეშმაკისა
link
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედა...
იხილეთ სრულად
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედავს და ვერ ცნობს თავისთვის სარგოს. პირიქით, იმას ფიქრობს, რომ ბოროტება ამშვენებს მას, და ამით ხარობს
link
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან გული განიწმინდო. რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ად...
იხილეთ სრულად
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან გული განიწმინდო. რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას. ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს...
link
თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ. თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ. თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერ...
იხილეთ სრულად
თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ. თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს
link