ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამიანური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც მისი მიზანი და როგორც მისი მწვერვალი არის ღმერთში; და ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მარადიული და ყოვლისშემცვალებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც “ბოროტებაზედ ძევს”, ეს სიყვარულის გამარჯვებაა.
სულიერ სიყვარულში იმაზე მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე მუზეუმის კარს იქით შენახულ ხელოვნების ნაწარმოებებში. ეს სიყვარუ...
იხილეთ სრულად
სულიერ სიყვარულში იმაზე მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე მუზეუმის კარს იქით შენახულ ხელოვნების ნაწარმოებებში. ეს სიყვარული ჭეშმარიტი ცხოვრებაა ადამიანისა.
სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
სიყვარულის განმგდებელი უკურნებელს წყლულებაში არის. კურნება სათნოებით იქმნება; თვინიერ სათნოებისა სული არ განიკურნება, და ეს ზემო დამტკიცდა - თვინიერ სიყვარულისა ყოველი სათნოება უხმარი არის; სათნოებით აღვსილის პავლესაგან გესმის: „უ...
იხილეთ სრულად
სიყვარულის განმგდებელი უკურნებელს წყლულებაში არის. კურნება სათნოებით იქმნება; თვინიერ სათნოებისა სული არ განიკურნება, და ეს ზემო დამტკიცდა - თვინიერ სიყვარულისა ყოველი სათნოება უხმარი არის; სათნოებით აღვსილის პავლესაგან გესმის: „უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რავე ვარ”. შენ სიყვარული არა გაქუს, და რადგან სიყვარული არა გაქუს, ყოველი სათნოება შენ შორის უხმარი არის, და რით უნდა განიკურნო სულის წყლულებისაგან?
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩად...
იხილეთ სრულად
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.
ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობა უცხ...
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწ...
იხილეთ სრულად
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს. ვინაიდან, თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, “საქმეთა გარეშე მკვდარია” (იაკ. 2, 29), მაშ, როგორ შეიძლება არსებობდეს საქმეთა გარეშე ...
სიყვარული არ ექვემდებარება დროს და ყოველთვის აქვს ძალა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფალი ჩვენდამი (ადამიანებისადმი) სიყვარულის გამო ეწამა, მაგრამ რადგან თვითონ თავის სულში ამ სიყვარულს ვერ პოულობს, მას ეჩვენება, რომ ეს ოდესღაც, დიდი ხნ...
იხილეთ სრულად
სიყვარული არ ექვემდებარება დროს და ყოველთვის აქვს ძალა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფალი ჩვენდამი (ადამიანებისადმი) სიყვარულის გამო ეწამა, მაგრამ რადგან თვითონ თავის სულში ამ სიყვარულს ვერ პოულობს, მას ეჩვენება, რომ ეს ოდესღაც, დიდი ხნის წინათ იყო. მაგრამ, როცა სული შეიმეცნებს ღმერთის სიყვარულს სულიწმიდით, მაშინ ნათლად გრძნობს, რომ უფალი ჩვენი მამაა, ყველაზე უფრო მშობლიური, ყველაზე უფრო ახლობელი, ყველაზე უფრო ძვირფასი, ყველაზე კარგი და არ არსებობს სხვ...
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს.
ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.