უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაში, ვიდრე იესოს ლოცვა.
ქრისტემ თავისი ძალით სატანაზე გაიმარჯვა; ჩვენც იესოს ძალითა და სახელით უნდა დავამარცხოთ იგი.
ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს მასზე, ვისშიც სახლობს ქრისტე - ეშმაკის დამმარცხებელი.
თუ აქარი უმკაცრესად დაისაჯა უფლისადმი შეწირული მსხვერპლიდან მიტაცებული ერთი ოქროს მონეტის გამო, რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ვინც იესო ქრისტეს სტაცებენ ადამიანის სულს, რომელიც მოპოვებული და გამოსყიდულია არა ოქროს ან ვერცხლის მონეტის ... იხილეთ სრულად
ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.
როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენს მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყალივით ჩააქრობ შენს მწუხარებას
ნუთუ თავს შეიკავებ მოწყალებისაგან იმიტომ, რომ გამოსცადე, ან მოელი უმადურობას? გაიხსენე შენი მაცხოვარი, რომელმაც, თუმც კი ხედავდა ცხრა უმადურს ერთი მადლიერის გვერდით, თავი როდი შეიკავა ყველას მიმართ მოწყალებისაგან (ლუკა 17, 12-19).
მიეცით მოწყალება ყველას, ვინც ქრისტეს სახელით ითხოვს, ზედმეტი და ხშირად არასწორი განსჯის გარეშე, იმის შიშით, რომ ვისაც მოწყალება მიეცით, თვით ქრისტე არ იყო.