როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სახით მოწყალებასა შენსა ექნება...
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს ...
იხილეთ სრულად
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ ...
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მა...
იხილეთ სრულად
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნე...
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყ...
იხილეთ სრულად
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყავ და არა მეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე“.
ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც შეიწყალებს; ვისაც ებრალება თვისი მოყვასი, მას ღმერთიც შეიბრალებს; ვინც მოეხმარება თავისს მოყვასს, ნუგეშსცემს, ხელს შეუწყობს, გლახაკს შეეწევა, უგუნურს და უჭკუო კაცს დაარიგებს, ავადმყოფს ნ...
იხილეთ სრულად
ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც შეიწყალებს; ვისაც ებრალება თვისი მოყვასი, მას ღმერთიც შეიბრალებს; ვინც მოეხმარება თავისს მოყვასს, ნუგეშსცემს, ხელს შეუწყობს, გლახაკს შეეწევა, უგუნურს და უჭკუო კაცს დაარიგებს, ავადმყოფს ნახავს, ქვრივს და ობოლს გამოზრდის, ამისთანა კაცს ღმერთიც შეეწევა და შეიწყნარებს ამ ქვეყანაშიც და უმეტესად მომავალსა საუკუნესა შინა. მოწყალება ანუ შეწუხებულის და გაჭირვებულის შემწეობა არის ყოველთა უდიდესი სათნოება.
აწ უკუე არა ვზრუნვიდეთ მონაგებთათვის, არამედ ვტიროდით მსაჯულისა მის უკვდავისა. და უკუეთუ გაქუნდეს მონაგები, განუყავ იგი გლახაკთა, რამეთუ შემძლებელ ხარ ხსნასა სულისა შენისასა, ვიდრე-ესე სოფელსა-ღა შინა ხარ
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვის.
სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებ...
იხილეთ სრულად
სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებრალებისა. ვინც ზარმაცობით და ცუდის ცხოვრებთ თავი გაიფუჭა და წაიხდინა, იგი არ არის ღირსი შებრალებისა. ზოგიერთს კაცს რომ მოწყალება მისცე, თითქმის ცოდვაც არის; გარნა ვინც არა თავის ბრალით, არამედ რომელითამე უბედურითა შემთხვ...
არ დაივიწყო სადღესასწაულო დღეები, თავშეკავება იქონიე. ეკლესიაში იარე - გარდა ავადმყოფობის პერიოდისა. ყველასთვის ილოცე, ამით ბევრ სიკეთეს იზამ. ეკლესიას სანთლები, ღვინო და ზეთი შესწირე. მოწყალება ბევრ მადლს მოგაგებს