მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები

მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ბასილი დიდი

მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა. მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად

link
წმ. ტიხონ ზადონელი

მწუხარე ადამიანისათვის ლოცვა იგივეა, რაც გვალვის დროს ცვარი მწუხარე ადამიანისათვის ლოცვა იგივეა, რაც

link

მეტად საცოდავია ის, ვინც ბევრს სცოდავს და აქვე მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებას, რომელიც ცოდვათა გამო მოევლინა, არამედ, მუდამ სურს, რომ ყოველივე მისი სურვილით ხდებოდეს. იცოდე, რომ ამგვარი კაცი, თუმცა კი არ სურს, მაინც დაიტანჯება... იხილეთ სრულად

link
წმ. ტიხონ ზადონელი

მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ, მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს. მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

იფიქრე ყოველი უნებური მწუხარების დასასრულზე და მასში იპოვი ცოდვის განადგურებას. იფიქრე ყოველი უნებური მწუხარების დასასრულზე

link

ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება. ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და

link
წმ. იოანე ოქროპირი

თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისაგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება. თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება

link
წმ. ბასილი დიდი

თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი. თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ

link
ღირსი ზოსიმე პალესტინელი

თუკი ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ ძმას ევნო სულიერად. რა გვავნო ჩვენ ქვეყნიურმა ჭირმა, რომელიც შეგვემთხვია? პირიქით, უფრო გვარგო მან, როგორც ამას თვით უფალი გვეუბნება... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს, ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება. ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა

link

მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები

2