ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ ღმერთი გიყვარს, ისიც უნდა გიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს, რადგან უფალს ყველა ჩვენთაგანის მიმართ მამობრივი გული აქვს.
წრეში რადიუსები ცენტრში იყრიან თავს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით ახლოს არიან ერთმანეთთან; მასთან დაშორების შესაბამისად, ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს და განცალკევდებიან. ასევე ადამიანებიც, რაც უფრო შორს არიან... იხილეთ სრულად
თუ შესაძლებელია და თუ საჭიროა თვით ყოვლადწმიდა ღმერთის მიბაძვა (მათე 5, 48; ეფ. 5, 1). მაშ, როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რომ მივბაძოთ წმიდა ადამიანებს, რომლებსაც აშკარად გაცილებით მისაწვდომად და აშკარად გვაჩვენებენ ღვთისთვის მიბაძვის ... იხილეთ სრულად
თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის დასაწყისია, რომლის შესახებაც ძრწოლის გარეშე მას ფიქრიც კი არ შეუძლია; მართალთათვის სიკეთისა და ჭეშმარიტების მდევნელთა მიერ მიყენებული ძალადობით სიკვდილიც კი მხოლოდ მათი უდიდესი სურვილი... იხილეთ სრულად
ღმერთი სათნოების მიწიერ საზღაურს ამცირებს, რათა მოსაგრე ზეცაში უფრო დიდი ჯილდოსათვის მოამზადოს
ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს მუდამ თვალწინ იყოლიებს.
იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდები სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსაური აზროვნება, ლოცვა, რწმენა.
რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების, აფრებისა და ღუზისაგან, თუ ქარი არ არის? მაშ, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს მჭევრმეტყველებას, გონებამახვილობას, ცოდნას, განათლებას, გონიერებას, თუ სულში სულიწმიდა არ არის?