3. აუცილებელია გამოვიკვლიოთ წინმავალ მონაზონთა გზები და ამ გზებისკენ ავიღოთ გეზი, რადგან ბევრი რამ არის წინამორბედ მონაზონთა მიერ კეთილად ქმნილი და თქმული, რომელთაგან ერთ–ერთი ამასაც ამბობს, რიმ მყარად დაცულ ხმელისმჭამელობას, სიყვ...
იხილეთ სრულად
3. აუცილებელია გამოვიკვლიოთ წინმავალ მონაზონთა გზები და ამ გზებისკენ ავიღოთ გეზი, რადგან ბევრი რამ არის წინამორბედ მონაზონთა მიერ კეთილად ქმნილი და თქმული, რომელთაგან ერთ–ერთი ამასაც ამბობს, რიმ მყარად დაცულ ხმელისმჭამელობას, სიყვარულთან თანაშეუღლებულს, მალევე შეჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელში.
link
თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა
link
2. ყველა ეშმაკეულ გულისზრახვას სულში შემოჰყავს გრძნობად საქმეთა წარმოდგენები, რომელთა მიერ დატვიფრული გონება ამ საქმეთა ხატებს თავის თავში ატრიალებს და შემდეგ თვით საქმისგან ცნობს იგი მოახლებულ ეშმაკს; მაგალითად, თუ ჩემს გონებაში ...
იხილეთ სრულად
2. ყველა ეშმაკეულ გულისზრახვას სულში შემოჰყავს გრძნობად საქმეთა წარმოდგენები, რომელთა მიერ დატვიფრული გონება ამ საქმეთა ხატებს თავის თავში ატრიალებს და შემდეგ თვით საქმისგან ცნობს იგი მოახლებულ ეშმაკს; მაგალითად, თუ ჩემს გონებაში გამოჩნდა იმის სახე, ვინც მე მავნო და შეურცხმყო, ამით აშკარა ხდება, რომ მოახლოებულა ავმეხიერების გულისზრახვა. კიდევ, თუ მახსენდება ფული ან დიდება, ამ საქმისგან, ცხადია, თვით ჩვენი შემაწუხებელი ხდება შესაცნობი. ასევეა ყველ...
link
12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: "იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მათე 24.43), რათა არ ...
იხილეთ სრულად
12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: "იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მათე 24.43), რათა არ მოხდეს ისე, რომ მოვიდეს იგი და მძინარენი გვპოვოს ჩვენ. და კიდევ: "გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ლოთობით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, რადგან ანაზდეულად მოიწევა ჟამი" (ლუკა 21.34). ამიტომ, დაუდექი შენს...
link
170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და ესოდენ წინაგანგებულებას, კეთილი აზრით აღვსილი უფრო მეტად გაიხარებ და ხორცილი ძილი სულის მღვიძარებად გექცევა შენ, ხოლო თვალების მილულვ...
იხილეთ სრულად
170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და ესოდენ წინაგანგებულებას, კეთილი აზრით აღვსილი უფრო მეტად გაიხარებ და ხორცილი ძილი სულის მღვიძარებად გექცევა შენ, ხოლო თვალების მილულვა - ჭეშმარიტ ღვთისმხილველობად; ამასთან, შენი დუმილი, სიკეთით სავსექმნილი, მთელი სულითა და ძალით მოგანიჭებს შენ ზეაზიდულს, გრძნობად დიდებას ყოველთა ღვთისას, რადგან ადამიანისგან ბოროტების აღმოფხვრის შემდეგ, მასში მხოლოდღა ...
link
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა...
იხილეთ სრულად
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა შესახებ, ტალახის მსგავსად სვრიან მათ სულებს მოსმენის გზით.
link
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობ...
იხილეთ სრულად
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველ...
link
134. მშვენიერება უჩინარია ზეციერთაებრ. ბოროტება ცხადლივია მიწიერთაებრ. მშვენიერება ბადალის არმქონეა. გონების მქონე ადამიანი უმშვენიერესს ირჩევს, რადგან მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაცნობი ღმერთი და მისი ქმნილებები.
link
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნე...
იხილეთ სრულად
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნენ კიდეც იმას, ვინც შექმნა ეს ყოველივე ადამიანისთვის.
link
83. ისინი, რომლებიც ივიწყებენ ღირსეულ და ღვთისსათნო მოღვაწეობას და არ დამაშვრალობენ მართალი და ღვთისმოყვარე დოგმატების გამო, არათუ უნდა მოვიძაგოთ, არამედ უმალ გვებრალებოდეს როგორც განმსჯელობითი უნარის დამკარგავი, და გულითა და გონე...
იხილეთ სრულად
83. ისინი, რომლებიც ივიწყებენ ღირსეულ და ღვთისსათნო მოღვაწეობას და არ დამაშვრალობენ მართალი და ღვთისმოყვარე დოგმატების გამო, არათუ უნდა მოვიძაგოთ, არამედ უმალ გვებრალებოდეს როგორც განმსჯელობითი უნარის დამკარგავი, და გულითა და გონებით ბრმები, რადგან ბოროტებას ისე იღებენ, როგორც სიკეთეს და უმეცრებისგან წარწყმდებიან. ვერ ცნობენ ისინ იღმერთს, - ეს სამგზის საბრალონი და სულით უგუნურნი.