ლამპარი გვიცავს, რამეს ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, ასევე გვიხსნის უფლის შიში ცოდვისგან წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან და მიგვიძღვის ჩვენი დანიშნულებისკენ – ვიპოვოთ ღმერთი.
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავის...
იხილეთ სრულად
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავისი წყარო და ფესვი აქვს და რომელიმე ცუდი თვისებისა და ბოროტი მიდრეკილებისაგან ჩნდება. ერთნი გულფიცხელობის გამო ვარდებიან ცოდვაში, მეორენი ამპარტავნებისა, სხვანი კიდევ ანგარებისა და ა.შ.
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო...
იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).