ტკივილით აღსავსე ვედრება განწმენდს ჩვენს გულს და გამოცდილებით შევიცნობთ ჩვენი გახრწნილი ბუნების უძლურებას. ასე მთელი არსებით გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვნებას ძმებთან ურთიერთობაში და უჩენს ზიზღს ყოველგვარი საუბრისადმი. ვინაიდან სევდით აღვსილ სულს, რომელიც უგუნური და გაშმაგებული ხდება, არ ძალუძს მშვიდად მიიღოს კეთილი რჩევა, ან მშვიდად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. იგი გაურბ...
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა....
იხილეთ სრულად
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა. ვისაც ეს სოფელი უყვარს, იმას შეუძლებელია სევდა არ სძლევდეს, ხოლო კაცი, რომელმაც მოიძულა სოფელი, მუდამ მხიარულია. როგორც ცეცხლი წმენდს ოქროს, ისე ღმერთისმიერი მწუხარება წმენდს ცოდვილ გულს
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში?
საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.