ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
სარგებელი უდიდესია, რადგან ღვთის უმანკო კრავი იწირება მსხვერპლად, რათა ადამიანები ცოდვებისგან განწმინდოს და ვნებათა ტყვეობის სხვადასხვაგვარი ბორკილებისგან იხსნას.
ძველ აღთქმაში წერია, რომ ვაცების, ზვარაკების სისხლი და დიაკეულთა ნაცარი ცოდვილებს სჯულის დარღვევის ცოდვისგან განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, – ამბობს პავლე მოციქული, – განგვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან (ებრ. 9, 13).
რა დიდ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, როცა ყოველ წირვაზე ანგელოზთა დასების თანხლებით მიწაზე ეშვება და მას თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ასაზრდოებს!