ქართული სამყარო ძირითადად მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შექმნა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატ...
იხილეთ სრულად
ქართული სამყარო ძირითადად მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შექმნა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ ჭრილობაზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი – კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, ...
link
სააღდგომო ეპისტოლე - 2007
მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
link
ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში.
link
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. ...
იხილეთ სრულად
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში.
link
ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყ...
იხილეთ სრულად
ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყოფას და უსულო, უღვთო და უგულო ცხოვრებისათვის წირავენ ადამიანებს.ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის კი, სიცოცხლე არის წყალობა უფლისა. იგია ყოვლისმიმტევებელი და ყოვლისმომცველი სიყვარულის გამოვლინება და ამასთან ღვთისად...
link
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ ა...
იხილეთ სრულად
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. "სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე" (ინ. 6,63), - ბრძანებს უფალი.
link
მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.
მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა.
სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგ...
იხილეთ სრულად
სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგვეცა.
link