ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები
ჯვარი - ციტატები, გამონათქვამები ჯვარი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სა... იხილეთ სრულად
გამხნევდი, შვილო. იარე წმინდა და სახელოვანი გოლგოთისკენ. იქ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცმევით, რათა ცხოვრებაშემოსილ საფლავთან მივიდეთ და სულის აღდგომა განვიცადოთ.
სიხარულით ზიდე შენი ჯვარი და მარად მადლობდე ღმერთს, რომელიც სრულიად უბიწოდ გიცავს. დაამდაბლე გულისსიტყვა, რადგან ღვთის გარეშე ვერაფერს შეძლებ.
შვილო, წმინდა გოლგოთის აღმართზე კეთილისმყოფელი უფლის მიერ მოცემული ჯვრით იარე. უფალს უყვარხარ და გწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ეზიარო.
ლუკა მახარებელი მაცხოვრის სიტყვებს გადმოგვცემს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14, 27), და ისევ: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვი... იხილეთ სრულად