ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
37. ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ის აღარ განშორდება მას, ათასგვარი ბოროტებაც რომ იგემოს. ამაში გვარწმუნებენ ქრისტეს მოწაფე - სტეფანე და მისი მსგავსნი და თავად ქრისტე უფალი, რომელიც მის მკვლელთათვის ევედრებოდ... იხილეთ სრულად
თქვა უფალმა: "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მთ. 7, 2). თუ ჩვენ არ შევუნდობთ კაცს, არც ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს - ისინი ქვის მეწყერივით დაფარავენ ჩვენს ლოცვას.
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთ პატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას.
- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული? - პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ... იხილეთ სრულად