განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები
განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები განმარტოება, გამონათქვამები, ციტატები
თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი
თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმნი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ.
თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს.
თუ მანამდე არ ისწავლი ადამიანებთან კარგად ცხოვრებას, განმარტოებაშიც ვერ იქნები კარგად.
როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე, რაც მოგიპოვებია; რამეთუ თუ გალიის კარი ღია იქნება, მასში ჩაკეტილი ჩიტები გამოფრინდებიან. მაშინ უკვე აღარაფერი სარგებელი აღარ გვექნება ჩვენი მდუმარებისგან
სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის გარშემო უამრავი კრაზანის დანახვაზე სკაში შედის და მოსალოდნელ ხიფათს თავს არიდებს.
ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენ... იხილეთ სრულად
როდესაც თუნდაც მაცხოვნებელი გარემოებების გამო გამოხვალ განმარტოვებული ყოფისაგან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი.
თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა
განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი სადღაც კარგავს მას