უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მ... იხილეთ სრულად
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ... იხილეთ სრულად
როგორც ბოროტმა ეშმაკმა გამოიყენა გონიერი გველი საცდუნებელ იარაღად, ამის მსგავსად უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის „თვალის ასახვევად“ ადამიანური ბუნება შეიმოსა.
ღვთის მშვიდობა დაკლულ კრავთან მომავალი ქორწინების წინდია. ოჰ, ღვთის მშვიდობავ, მოდი ჩემთანაც, მშფოთვარესთან, რომელმაც შენი მშვენიერება არ ვიცი! მოდი, რომ გამოაცოცხლო ჩემი უბადრუკი და ტანჯული სული!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ არ ჯვარვცმულვართ ქრისტესთვის, ჩვენი მხსნელისთვის, მაშინ როცა მან ჩვენთვის, უმსგავსოთათვის, ზეციერი მამის მორჩილების გამო, ჯვარზე სიკვდილი დაითმინა!
თავისი უსაზღვრო სიყვარული იესოს აიძულებს, იზრუნოს ჩვენზე და შეურაცხმყოფელი არ იყოს მისთვის ჩვენი სუნმყრალობა და წყლულები. ასე რომ, უფლის ეს სიყვარული გვახსოვდეს ცხოვრების ყოველ წუთს, რომ ჩვენი უმნიშვნელო საქმეები მხოლოდ და მხოლ... იხილეთ სრულად