მადლის დაკარგვა - ციტატები, გამონათქვამები
მადლის დაკარგვა - ციტატები, გამონათქვამები მადლის დაკარგვა, გამონათქვამები, ციტატები
ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; ... იხილეთ სრულად
იცოდე, როცა სულიწმიდის მადლი წაერთმევათ, მაშინ ლიტურგიასა და ლიტანიას აღასრულებენ დიდ შარაგზაზე კუნტრუშით, როგორც ახლა დასავლეთში ხდება. ერთმანეთს დაუგზავნიან ნაირნაირი შინაარსის ეპისტოლეებს, მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ, ა... იხილეთ სრულად
როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სულიწმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.
დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია, ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არა აქვს სულიწმიდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.
მადლის ნუგეში ზოგჯერ იმათაც მოაკლდება, ვინც სათნოებით აღსავსე, თუნდაც მოსაგრე ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს არ არის მადლის დაკარგვა და ამიტომ ამან არ უნდა შეგვაწუხოს. მადლი არასდროს ტოვებს მორწმუნეს, არამედ იფარება და ადგილს მისდამი ... იხილეთ სრულად
მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია: არაფერია იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც დაკარგა მადლი. ცოტას თუ დაუბრუნებია იგი უდიდესი ღვაწლით. განუწყვეტლივ უნდა ვიფხიზლოთ, რათა დავიცვათ იგი. ის გვეძლე... იხილეთ სრულად
ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი ამ მადლისათვის, როცა ეძლევა, ხოლო მომთმენი, - როცა ერთმევა იგი; დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს იგი; დაე, საკუთარ თავს დაუკვირდეს და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი... იხილეთ სრულად
უფალს ვუყვარვართ ჩვენ იმაზე მეტად, ვიდრე დედას თავისი შვილები და გვაძლევს ჩვენ სულიწმიდის მადლს, როცა სული ჰკარგავს მადლს, ძლიერ სწუხს და ფიქრობს: „რაღაცით ვაწყენინე მეუფეს“. ამ მძიმე წუთებში სული თითქოს ციდან მიწაზე ეცემა და ძლიე... იხილეთ სრულად
ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში... იხილეთ სრულად