მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს.
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვ... იხილეთ სრულად
სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი... იხილეთ სრულად
ადამიანი სადაც არ უნდა მოხვდეს, სადაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, როცა ამ სასწაულთმოქმედი ლოცვით აღიჭურვება, ღვთის მადლს მოიპოვებს.