საკუთარი თავის იძულება - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის იძულება - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის იძულება, გამონათქვამები
სულიერი სარგებლის მოპოვების დროა და არა ქარაფშუტობის. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ძილისგან ისევ გამოვიღვიძებთ? ამიტომ, ვაიძულოთ თავი.
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი. მაშ, იბრძოლე... იხილეთ სრულად
თავი აიძულეთ, რომ მდუმარება დაიცვათ. ესაა ყველა სათნოების მშობელი.
ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
რამდენადაც ვაიძულებთ თავს, მით მეტს მოვიგებთ; რამდენსაც იმუშავებს კაცი, საზღაურიც იმდენი ექნება.
თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესასრულებლად, რადგან თავის იძულება მტკიცე კედელივითაა, რომელიც მდინარეს ხელს უშლის, ბაღი დატბოროს და მებაღის ნაშრომი გაანადგუროს. მაგრამ თუ ვზარმაცობთ, მაშინ მდინარე ბაღში შევარდება და ყველაფერს ... იხილეთ სრულად