შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ...
იხილეთ სრულად
შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ნელ-ნელა შეგეწევა.
დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მიმართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმართავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდება და დავიწყებას მიეცემა. მხოლოდ ბოროტება ან სიკეთე დარჩება და საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება სულს, სადაც დიდ განაჩენს მოისმენს. ხშირად სხვანაირი ვხდები, როცა ამაზე ვფიქრობ და ვ...
იხილეთ სრულად
როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდება და დავიწყებას მიეცემა. მხოლოდ ბოროტება ან სიკეთე დარჩება და საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება სულს, სადაც დიდ განაჩენს მოისმენს. ხშირად სხვანაირი ვხდები, როცა ამაზე ვფიქრობ და ვტირი, სამსჯავროზე ქრისტეს რა პასუხს გავცემ მე, უღირსი მღვდელი! ილოცე ჩემთვის, რომ არ დავისაჯო.