მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?
ამბა აგაფონი ამბობდა: "თუ დავინახავ, რომ ჩემ ყველაზე საყვარელ ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან".
მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია.
ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს - იგი ყოველ საათს კლებულობს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს მანამ, ვიდრე მზე ბრწყინვალებს.
ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს.
ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძიებ.
თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.
თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.
ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს, რომელიც მზის საათებში ჩამოწვება ხოლმე. იგი მხოლოდ კარგ ამინდშია, ღრუბლების გამოჩენისთანავე, ანდა წვიმიან ამინდში, მეყსეულად ქრება.