საკუთარი ნება მზაკვარ სინდისს წარმოშობს!
შენი სათნოება შენს სახელს მთელ ქვეყანას გააცნობს
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის. თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შე...
იხილეთ სრულად
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის.თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფერებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დედის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
link
ეს ურჩხული წმინდა აღსარების ხანჯლით გავგმიროთ!
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი და როცა ახლოს არ ვიქნები, გულისსიტყვები თუ განსაცდელები იღუმენიასთან გულწრფელად აღიარე, ის კი ღვთიური განათლებით ძალიან შეგეწევა.
link
გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ათასნაირი გულისსიტყვით შეგაწუხებთ
ღმერთი არა შეურაცხ იქმნების!
ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.
აღსარება ღვთისმოშიშებითა და სუფთა სინდისით
ეშმაკი ცდილობს, ადამიანმა ბოროტი გულისსიტყვები დამალოს